დღესასწაულები

                              თბილისობა
„თბილისობა“ — ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული ქ. თბილისში. პირველად აღინიშნა 1979 წლის 28 ოქტომბერს. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. 2011 წელს ერთჯერადად „თბილისობის“ დღესასწაული 78 და 9 ოქტომბერს აღინიშნა.[1].
ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათთბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

No comments:

Post a Comment