თბილისის ღირსშესანიშნაობები


                               ბოტანიკური 

                                                                        ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღისოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს.რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.
ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.[1]
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.





სამება

სამება — ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთიძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთი მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე რომლისაგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.
  • მამა - ღმერთია ძესთან და სულიწმინდასთან ერთად.
  • ძე - ღმერთია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად.
  • სულიწმინდა - ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად.
მათი (მამის, ძის და სულიწმინდის) განცალკევებით, ღმერთად მოაზრება არ შეიძლება. სამება განუყოფელია და ერთარსია. ერთ-ერთი წმინდა ღვთისმეტყველი მამა ბრძანებს „ისინი (წმ. სამების ღვთაებრივი პირები) იმდენად ერთნი არიან ბუნებით, რამდენადაც განსხვავდებიან პიროვნულად.
  • მამა - უშობელია, დაუსაბამოა.
  • ძე - მამისაგან შობილია (არა ქმნილი), საუკუნეთა (დროთა) უწინარეს ე.ი. დროის მიღმა - დაუსაბამოა.
  • სულიწმინდა - მამისაგან გამოვალს - დაუსაბამოა.

სამება – ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“ (სამპიროვანი); მამა ღმერთიძე ღმერთი (ლოგოსი — „სიტყვა“ )და სულიწმინდა; სამების წევრნი თანასწორნი და თანაარსებულნი არიან. ტერმინი „სამება“ ახალ აღთქმაში არ გვხვდება. იგი ჩნდება II საუკუნის მიწურულში (თეოფილეტერტულიანე), მოძღვრება სამების შესახებ განვითარდა III საუკუნეში (ორიგენე). კონცეფციამ ღვთაების „სამგვამოვნების“ შესახებ ქრისტიანულ ეკლესიაში მწვავე დისკუსია გამოიწვია (ე. წ. ტრინტარული პაექრობანი). სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო (325) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო (381) კრებებზე. (ლიტ. ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 8, გვ. 711, თბ., 1984)















ქართლის დედა

ისტორია

ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავზე. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო. 1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა.
20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი. ქანდაკება სიმბოლოურად გამოსახავს ქართულ ხასიათს: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.










მთაწმინდის პარკი ბომბორა
მთაწმინდის პარკი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, თბილისი კი საშუალოდ 430 მეტრზეა. თბილისის ცენტრიდან პარკამდე 7,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 12–15 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით და დაახლოებით 15–20 წუთი ავტობუსით. მთაწმინდის პარკის მიმართულებით 2 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს: #124 ავტობუსი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან და #90 ავტობუსი კოლმეურნეობის მოედნიდან. მთაწმინდის პარკის ავტოსადგომი მდებარეობს მთავარი შესასვლელიდან 2,1 კილომეტრის მოშორებით, საიდანაც პარკის მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ. დედაქალაქიდან მთაწმინდის პარკამდე ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ფუნიკულიორითა და საბაგირო გზის მეშვეობით; ამ ობიექტების რეკონსტრუქცია თბილისის მერიასთან შეთანხმებით 2012 წლამდე დასრულდება. 
2008 წელს თბილისის მერიამ, მართვის უფლება 49 წლიანი ვადით გადასცა კომპანია „რაკიინ დეველოპმენტს“. კომპანიის ვალდებულების მიხედვით, რაკიინ დეველოპმენტს დაეკისრა ფუნიკულიორის ქვედა გაჩერების, საბაგირო გზის რეკონსტრუქცია და ორი დიდი ატრაქციონის ( გიგანტური ბორბალისა და ამერიკული მთების) მშენებლობა. პარკი გაიხსნა 2009 წლის 4 აპრილს. მთაწმინდის პარკი არის IAAPA წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია (TUV) ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.
მთაწმინდის პარკში ამ დროისთვის 60–მდე ატრაქციონი და სათამაშო დანადგარი ფუნქციონირებს.

განახლებული მთაწმინდის პარკი:
“მოცეკვავე ხე” – ხე რომ ტრიალებს კარუსელი საკმაოდ სწრაფია და მაღლაც ადის;
წყლის ატრაქციონი – “მორების რაფტინგი” – ხელოვნური მორების მატარებელი ამერიკული მთების მსგავს კონსტრუქციაზე ადის და სიმაღლიდან წყალში ეშვება ორჯერ, პირველად ცოტა დაბლიდან, მეორედ ცოტა მაღლიდან, ამოდის და წყლით იწუწები.
ტრამვაი, რომელიც შიდა ტერიტორიაზე დადის (დაახლოებით 7 წუთი);
“დიდი მანქანები” – დასაჯახებელი მანაქანები დიდი მოედნით და მანქანებით;
“მოჩვენებათა ციხე-კოშკი” – საშიში სურპრიზებით, ურჩხულებით;
ტირი.
შენდება:
“ბანჯი ბატუტი” – ფუნიკულიორის შენობის გვერდით;
ექსტრემალური ზონის ატრაქციონები:
“სავარძელი შურდული” – მაღლა გისრვის სწრაფად (16 წლიდან);
“X ველოსიპეტი”;
“მეგა დაცემა” – მაღალ ღერძზე ავარდნა და ჩამოშვება (12 წლიდან);
“რვაფეხა” – კარუსელი ადის მაღლა, ფორმებს იღებს, ბზრიალებს, მთის ნაპირზეა და ზემოდან უშველებლი სიმაღლე მოჩნას.
გიგანტური სასრიალო;
გიგანტური ბორბალი (ეშმაკის ბორბალი);
ამერიკული მთები.
პარკში შესვლა უფასოა. შესავლელში სალაროა, სადაც 1 ლარად შეიძენ მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკურ ბარათს, რომელზეც დარიცხავ ნებისმიერ თანხას და შემდეგ მხოლოდ პლასტიკურით იხდი. გაატარებთ ბარათს სასურველი ატრაქციონის გამშვებ პუნქტში და ღირებულება ჩამოგეჭრებათ დეპოზიტიდან…
ყველა ატრაქციონზე სხვადასხვა ფასია: წყლის ატრაქციონი 4,90 ლარი ღირს, ტრამვაი – 50 თეთრი, ბზრიალა ხე – 3 ლარი; მანქანები დიდებისთვის – 2 ლარი
მთაწმინდის პარკამდე ავტობუსები დადიან მეტრო რუსთაველიდან N 124, N 90 რკინიგზის სადგურიდან, ლეონიძის ქუჩიდან (ეროვნულ ბანკთან დგება, თავისუფლების მოედანზე ქორთიარდ მარიოტის გვერდითა ქუჩის მხარეს). მგზავრობა 0.40 თეთრი ღირს.
ატრაქციონები მუშაობს 19.00 საათამდე, პარკი 21.00 საათამდე.

No comments:

Post a Comment